სიახლეები

08 ივნისი, 2026

დევნილთა სააგენტო რუსთავში განსახლების მსურველი ოჯახების წინასწარ ქულებს აქვეყნებს


➡️დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ რუსთავში მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოაქვეყნა.

 

➡️სააგენტომ 7 000-ზე მეტი განაცხადი შეაფასა. გამოქვეყნებული სია დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაცია 15 სამუშაო დღის ვადაში წარადგინონ. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ქულები გადაიხედება და განახლებული სია გამოქვეყნდება.

 

➡️ქულები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრა და ოჯახების საცხოვრებელ და სოციალურ მდგომარეობას ასახავს. კორექტირებული მონაცემების საფუძველზე განხორციელდება ოჯახების შესწავლა, რის შემდეგაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

 

➡️რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის ოთხი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 800 ოჯახი მიიღებს. საცხოვრებელი ფართები სრულად გარემონტებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.

 

➡️ წინასწარი ქულების სია: https://shorturl.at/7WCoR

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

16 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

ვრცლად