აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
05 ივნისი, 2026
სამგორის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან ერთად, ქალაქ თბილისის სამგორის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ კუპრაძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ და მათთან ერთად სამომავლო საჭიროებებსა და გეგმებზე იმსჯელა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ჩასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, 2025-2026 წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, ჩატარდა კორპუსის გაზიფიცირება, განახლდა ლიფტები და მოეწყო ფასადები. ამჟამად მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა