აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
05 ივნისი, 2026
ნახატების კონკურსის „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა ნახატების კონკურსის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა 10 გამარჯვებული, რომელთა ნამუშევრებმა განსაკუთრებული შეფასება დაიმსახურა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს სპეციალური რჩეული გახდა ანა ცაგარეიშვილი ნამუშევრით – „იქ, სადაც ბავშვობა დარჩა“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რჩეულის სტატუსი მიენიჭა ანასტასია პარკაიას ნამუშევრისთვის – „სოხუმი“.
დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებსა და გამარჯვებულებს მადლობა გადაუხადეს აქტიური ჩართულობისა და შემოქმედებითი ნამუშევრებისთვის. აღინიშნა, რომ კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში აფხაზეთის თემატიკისადმი ინტერესის გაღრმავებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის ხელშეწყობას.
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა