აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
28 მაისი, 2026
„აფხაზეთის ფერ(ებ)ით - თაობათა დიალოგი“ - ღონისძიება „არტ-ვილა გარიყულაში“
„აფხაზეთის ფერ(ებ)ით - თაობათა დიალოგი“ - ამ სახელწოდებით სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო რეზიდენციაში „არტ-ვილა გარიყულაში“ შემოქმედებითი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ხატვისა და ფერწერის მასტერკლასები და ვორქშოპები. სოხუმის ალექსანდრე შარვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები შექმნეს.
ღონისძიების მონაწილეები ასევე შეხვდნენ ცნობილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს გურამ ოდიშარიას.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველო“-ს მხარდაჭერით განხორციელდა.
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა