აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
24 მაისი, 2026
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაზე დისკუსია გაიმართა
„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება - „ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაში“.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და მოწვეული სტუმრები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართულ-აფხაზური დიალოგის მნიშვნელობასა და სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ლიტერატურულ-თეატრალური წარმოდგენა და აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტოგამოფენა.
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა