სიახლეები

23 მაისი, 2026

23 მაისს აფხაზეთობისა და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნა


➡️23 მაისს, აფხაზეთობისა და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე დევნილი საზოგადოებისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

➡️საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი და ქვეყნის მშვიდობისა და ერთობისათვის პარაკლისი აღავლინა.

 

➡️აფხაზეთის დღე 23 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წლიდან აღინიშნება.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

16 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

ვრცლად