სიახლეები

23 მაისი, 2026

2026 წლის ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

 

➡️გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, ბიუჯეტი დამატებით 10%-ით იზრდება და 50 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მისივე თქმით, გაზრდილი დაფინანსება მიმართული იქნება დევნილი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის, ჯანდაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების გაძლიერებისკენ.

 

➡️მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გაიზარდა ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის დაფინანსება, ასევე გაფართოვდა საზღვარგარეთ მკურნალობის, ონკოლოგიური პაციენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების მხარდაჭერა. დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამისთვის 2 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

16 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

ვრცლად