აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
22 მაისი, 2026
ბათუმში „აფხაზეთობა 2026" კვირეულის ფარგლებში საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა
„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა საგუნდო მუსიკის კონცერტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.
საღამოში მონაწილეობდნენ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.
ღონისძიებაზე შესრულებული მუსიკალური ნომრები მშვიდობის, ერთიანობისა და კულტურული თანადგომის იდეას ემსახურებოდა.
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა