აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
18 იანვარი, 2022
ილორის ეკლესია
ილორის წმინდა გიორგის ეკლესია თარიღდება XI საუკუნით. იგი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სალოცავია. ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერებს უაღრესად დიდი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი მნიშვნელობა აქვს ქართული დამწერლობის განვითარების, ილორის ეკლესიის ისტორიისა და ზოგადად, საქართველოს ისტორიის კვლევისათვის. საგულისხმოა, რომ ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.
2010 წელს, რუსმა ოკუპანტებმა მე-11 საუკუნის ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მთლიანად, ხოლო შიდა კედლები ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს, აღმოსავლეთის მხარე კი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად გადალესეს.
2014 წლიდან დღემდე, ილორის ეკლესიის მიმართ გრძელდება ვანდალიზმის ფაქტები. ილორის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა