აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
19 მაისი, 2026
ზუგდიდში ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა
ზუგდიდში, ეროვნულ გმირთა პარკში, გმირი მფრინავის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა. მონუმენტი „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ ინიციატივით აღიმართა და აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მფრინავის ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და გმირის ოჯახის წევრები დაესწრნენ. სიტყვით გამომსვლელებმა ზურაბ იარაჯულის გმირობა და სამშობლოსადმი ერთგულება გაიხსენეს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოცხადდა, რომ „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ ცენტრალური ოფისი ზუგდიდში გაიხსნება.
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა