აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
18 მაისი, 2026
ქართულმა საზოგადოებამ პროფესორი ოთარ ჟორდანია უკანასკნელ გზაზე გააცილა
ქართულმა სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცემ დაკარგა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჟორდანია - ცნობილი მეცნიერი, მკვლევარი და ღვაწლმოსილი პედაგოგი.
პროფესორ ოთარ ჟორდანიას ეკუთვნის 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია. იგი იყო საქართველოს ისტორიკოსთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი დევნილობაში მყოფი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში. ურთულეს წლებში მან შეძლო უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის გაგრძელება.
პროფესორ ოთარ ჟორდანიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობების აღზრდასა და ქართული მეცნიერების განვითარებაში.
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა