აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
13 მაისი, 2026
თელავში დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია მოეწყო.
აქციის ფარგლებში, თბილისიდან სპეციალურად მოწვეულმა ექიმებმა ბენეფიციარებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს. ასევე ჩატარდა სხვადასხვა სახის ინსტრუმენტული კვლევები, მათ შორის კარდიოგრამა და ექოსკოპიური გამოკვლევები.
ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე, საჭიროების მქონე მოქალაქეებს შესაბამისი მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
მსგავსი სამედიცინო აქციები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
მსგავსი სიახლეები
12 ივნისი, 2026
აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თბილისის 71 სკოლის მოსწავლეებს შეხ...
12 ივნისი, 2026
აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრს მოუ...