აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
05 მაისი, 2026
აფხაზეთის მეომართა კავშირის მე-12 რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა
აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით მე-12 რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ომის ვეტერანები და ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ. მან ვეტერანებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის და ხაზი გაუსვა აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მათ მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ღონისძიების ფარგლებში ვეტერანებმა ორგანიზაციის ახალი წესდება დაამტკიცეს და მეომართა კავშირის თავმჯდომარედ ანზორ მარგიანი მეორე ვადით აირჩიეს.
კონფერენციაზე ომის ვეტერანები და მათი მხარდამჭერები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ. ნომინაციაში „მებრძოლთა ერთგულებისთვის“ ჯილდო გადაეცა აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ჟურნალისტს, გადაცემის „ერთი გმირის ისტორია“ წამყვანს, იზა აბშილავას.
მსგავსი სიახლეები
12 ივნისი, 2026
აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თბილისის 71 სკოლის მოსწავლეებს შეხ...
12 ივნისი, 2026
აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრს მოუ...