სიახლეები

29 აპრილი, 2026

მთავრობის სხდომაზე „აფხაზეთობის კვირეულის“ ღონისძიებები განიხილეს


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, რომელიც 18-დან 23 მაისის ჩათვლით გაიმართება.

 

➡️სხდომაზე აღინიშნა, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი საზოგადოებრივი აქტივობები მიზნად ისახავს აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და იდენტობის პოპულარიზაციას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის აქტიურ ჩართულობას. მთავრობის წევრებმა დეტალურად განიხილეს ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხები და მათი ეფექტიანად განხორციელების გზები.

 

➡️სხდომის ფარგლებში ასევე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მიმდინარე საკითხებზე.

 

➡️ამასთან, მთავრობის სხდომაზე აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა წივწივაძემ წარმოადგინა ცენტრის მიერ 2026 წელს დაგეგმილი პროექტები და ღონისძიებები. ყურადღება გამახვილდა ცენტრის მიერ განხორციელებული სოციალური და სამშვიდობო პროექტების მნიშვნელობაზე, რომლებიც ემსახურება აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობას.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

16 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

ვრცლად