აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
24 აპრილი, 2026
დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის 41 სასათბურე პროექტი დაფინანსდება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მხარდაჭერით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურების მოწყობა განხორციელდება.
ამ ეტაპზე, სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით 41 წარმატებული პროექტი შეარჩია.
პროგრამის მთავარი მიზანია დევნილებისა და ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების წახალისება და განვითარება. სააგენტო აქტიურად ეხმარება სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომ დაიწყონ ან გააფართოონ საკუთარი მეურნეობა.
სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება.
გამარჯვებულთა სრული სია: https://shorturl.at/Y7bEx
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა