სიახლეები

12 აპრილი, 2026

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სიონის ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა


➡️მართმადიდებლური სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ყველა მოქმედ ტაძარში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ლოცვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

 

 

➡️სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან,პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავეობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

 

 

➡️ტაძრებში მიაბრძანეს იერუსალიმიდან ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელიც მრევლში გავრცელდა. ლიტურგიის მსვლელობისას წაიკითხეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს პირველი სააღდგლმო ეპისტოლე, რომელიც ძირითადად საქარტველოს კატოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.მასში ნათქვამია რომ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება.

 

 

➡️შეგახსენებთ, წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. აღდგომის დღესასწაულით მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდა.

 

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

14 მაისი, 2026

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „აღთქმული სანაპირო“ პრემიერა გაიმართა

ვრცლად

Item 1

14 მაისი, 2026

კონკურსი „გაიცანი აფხაზეთი - დაიცავი მემკვიდრეობა“ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტ...

ვრცლად

Item 1

13 მაისი, 2026

საგანმანათლებლო პროექტი „აფხაზეთი საქართველოა“ დასკვნითი კონფერენციით დასრულდა

ვრცლად