აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
12 აპრილი, 2026
,,დღევანდელი დღის მადლი მავსებს რწმენით, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ საყოველთაო შერიგებისა და შენებისკენ"
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას ულოცავს.
როგორც აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს აღდგომის დღის მადლი მას ავსებს რწმენით რომ ქვეყანა შეძლებს ძალისხმევა მიმართოს საყოველთაო შერიგებისკენ.
,,ქრისტე აღდგა!
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებული სიყვარულით კი საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას.
აღდგომა სიკვდილზე გამარჯვების, საყოველთაო განახლების, ახალი სიცოცხლისა და იმედის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, დღევანდელი დღის მადლი მავსებს რწმენით, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ საყოველთაო შერიგებისა და შენებისკენ, რაც საბოლოოდ ჩვენი სამშობლოს გაერთიანებამდე მიგვიყვანს” - ნათქვამია აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის სააღდგომო მილოცვაში.
მსგავსი სიახლეები
14 მაისი, 2026
სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „აღთქმული სანაპირო“ პრემიერა გაიმართა
14 მაისი, 2026
კონკურსი „გაიცანი აფხაზეთი - დაიცავი მემკვიდრეობა“ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტ...
13 მაისი, 2026
საგანმანათლებლო პროექტი „აფხაზეთი საქართველოა“ დასკვნითი კონფერენციით დასრულდა