სიახლეები

09 მარტი, 2023

ინალ არძინბა – მიგვაჩნია, რომ საქართველოში არსებული ვითარება არის ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მცდელობა


“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის კიდევ ერთი მცდელობა”, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებაშია აღნიშნული.

მისი მტკიცებით, „ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეები აქტიურად იყენებენ: მოლოტოვის კოქტეილებს, კეტავენ ქუჩებს და მიმართავენ აგრესიული ქცევის სხვა ფორმებს“.

„ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მათ კარგად აქვთ ინსტრუქტაჟი მიღებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოსგან. გარდა ამისა, ტრადიციულად აღვნიშნავთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციულ როლს ამ ზომების მომზადებაში“, – აღნიშნულია არძინბას განცხადებაში.

მისი მტკიცებით, აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“ მუდმივად აკვირდება სიტუაციას და მუდმივ კონტაქტში იმყოფება ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასთან.“

„ჩვენი სახელმწიფო საზღვარი არის შესაბამისი აფხაზური და რუსული სპეციალური ქვედანაყოფების საიმედო დაცვის ქვეშ“, – აცხადებს ინალ არძინბა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

13 ნოემბერი, 2026

მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული "სოხუმის ცხუმი" გახდა

ვრცლად

Item 1

13 ნოემბერი, 2026

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68- ე რაუნდი გაიმართა

ვრცლად

Item 1

11 ნოემბერი, 2026

უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს

ვრცლად