”აფხაზეთობის”კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრში ტელესტუდია გაიხსნა

ცენტრის მიერ 2023 წელს შესრულებული სამუშაოები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, დეპუტატებმა მთავრობის წევრებმა და ომის ვეტერანებმა დაათვალიერეს და სიმბოლურად წითელი ლენტის გაჭრის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ტელესტუდიაში დაგეგმილია საქართველოში აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული პირველი ანალიტიკური გადაცემის ჩაწერა, რომელსაც ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე გაუძღვება.