ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი გორდულაძე. მან ამ გამარჯვებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის” ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. აფხაზეთის ეტალონი მოსწავლის გამოსავლენ ჩემპიონატში ერთმანეთს აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების 46 მოსწავლე შეეჯიბრა. ინტელექტუალური ჩემპიონატი აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებს საკუთარი რესურსის, ცოდნისა და ინტელექტის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.