ჰანოვერში აფხაზეთის ტრაგედიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება

ამ წუთებში გერმანიის ქალაქ ჰანოვერში აფხაზეთის ტრაგედიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაცია „გერმანულ-ქართული სახლი“, თანაორგანიზატორი – აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი. საღამოს ესწრებიან: აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. საღამოს ასევე ესწრება ქალაქ ჰანოვერის მერი. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული რამდენიმე ვიდეორგოლი, რომელიც თემატურად უკავშირდება ღონისძიებას, აფხაზეთს და 1992-93 წლებში იქ განვითარებულ მოვლენებს. სპეციალურად ამ დღისთვის და ასევე მედიაპროექტ „ემიგრანტი აფხაზეთიდან“ ფარგლებში, ჰანოვერში იმყოფებიან ჩვენი ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე და გადამღები ჯგუფი. ღონისძიების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას პერიოდულად გავავრცელებთ ჩვენი სოციალური პლატფორმების საშუალებით.