აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023წლის მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო.
წარმატებული ახალგაზრების მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია იმ დევნილი სტუდენტებისთვის , რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში. ასევე პროგრამა განკუთვნილია სამედიცინო უნივერსიტეტის დევნილი რეზიდენტებისთვის.
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის თავსი კრიტერიუმები აქვს. სტუდენტი უნდა იყოს წარმატებული და დევნილი აფხაზეთიდან.
მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე – apkhazeti@mes.gov.ge და ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.