წარმატების STORY – თამუნა გაბუნია

თამუნა გაბუნია, წარმატებული ქალია გაგრიდან. მან 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, შემდეგ სწავლა კიევის სამედიცინო აკადემიაში გააგრძელა. 11 წლის ასაკში გაგრაში ყოფნისას იცოდა, რომ ექიმის პროფესიას აირჩევდა და  დღეს იგი წარმატებული გინეკოლგ-რეპროდუქტოლოგია. თამუნა გაბუნიას 16 წლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება აქვს. ოთხი  წელია რაც საკუთარ კომპანიას „მედვიზიტ გლობალს“ ფლობს და უშვილო წყვილებს ოცნების ასრულებაში ეხმარება.   ახალგაზრდა ექიმის ბიოგრაფიაში პროფესიულ წინსვლას არაერთი  დეტალი ადასტურებს. ერთ-ერთ ასეთ  წარმატებას მისმა კომპანიამ  2019 წელს მიაღწია, როდესაც სამედიცინო ტურიზმის საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა და საერთაშორისი აღაირებაც მოიპოვა.

„ახალგაზრდები უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი განათლება, პოტენციალი შემდგომში  ჩვენი  კუთხის განვითარებას მოვახმაროთ“

თამუნა ჩვენთან საუბარში ემოციურად იხსენებს აფხაზ პაციენტებთან შეხვედრის ამბებს. აფხაზი ქალბატონები  აქტიურად მიმართავენ კლინიკას უშვილობის პრობლემის დასაძლევად და დიდი ძალისხმევის  შემდეგ საკუთარ მიზანსაც აღწევენ.  ეს საერთო გამარჯვებაა,  ამბობს ექიმი. ყველაზე დაუვიწყარი, ის მომენტია როდესაც აფხაზი ქალბატონები უკვე თავიანთი პატარებით  სტუმრობენ კლინიკას – სიამაყით აღნიშნავს იგი.

„მალე მოვა დღე, როდესაც ყველანი დავრწმუნდებით, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთად“.