ძველ ქართულ ორნამენტში გაცოცხლებული ერთიანი  საქართველოს ისტორია (+VIDEO)

ეკატერინე გეგუჩაძე დევნილი მეწარმეა აფხაზეთიდან. განსხვავებული ხელწერითა და გამორჩეული სულისკვეთებით შექმნილი ნამუშევრები დამთვალიერებელს უემოციოდ არ ტოვებს.  ტექსტილის დიზაინერი უძველეს ქართულ ორნამენტებს აღადგენს და  ქსოვილზე, მინასა და მინანქარზე აცოცხლებს.

დიზაინერმა ძველი ქართული ქსოვილი არაერთ ქვეყანას გააცნო. იგი ფიქრობს, რომ ქართული ორნამენტი  არ უნდა დარჩეს მხოლოდ ისტორიას და მუზეუმს. მას ღირსეული ადგილის დაკავება შეუძლია ჩვენს თანამედროვეობაშიც.

ეკატერინე გეგუჩაძე განსაკუთრებული სიფაქიზით მუშაობს აფხაზეთში არსებულ ორნამენტებზე. სწორედ ამიტომ  სადოქტორო თემაც აფხაზეთს უკავშირდება. მის უახლოეს გეგმებში შედის ამ  ორნამენტების მოძიება და ფართოდ გავრცელება.