გაგრის მუნიციპალიტეტში, დაბა განთიადში გამორჩეული ხუროთმოძღვრული ძეგლი – ცანდრიფშის ტაძარი მდებარეობს.
თუ დავეყრდნობით ისტორიკოსებსა და დარგის მკვლევრებს, მაშინ ცანდრიფშის ტაძარი დაახლოებით მეექვსე საუკუნის შუახანებით თარიღდება, როგორც ცნობილია იგი იუსტინიანე პირველის ბრძანებით აგებულა აბაზგების ტომისათვის, რომელთაც ქრისტიანობა მიუღიათ.
ბაზილიკა გამოირჩევა თავისი იერსახით. მის კამარაში ჩაშენებული იყო კირხსნარით შედუღაბებული ამფორები.ამ მეთოდით ნაგებობებს აგებდნენ, როგორც ბიზანტიაში, ასევე აღმოსავლეთში.ცნობილია, რომ ამ ხერხს კამარის შემსუბუქებისათვის იყენებდნენ. გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის ბრტყელი ქვები.