მწერლისა და პუბლიცისტის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, ნანა ქარდავას თბილისურ ბინაში ერთი ძველი ფოტოალბომი ინახება, რომელიც მან 15 წლის ასაკში ააწყო და სოხუმის დატოვებისას გულში ჩახუტებული წამოიღო. ალბომი სახელოვანი წინაპრების საარქივო ფოტოებითა და ჩანაწერებით დღეს მისი შემოქმედების შთაგონების წყაროა.