მხატვარ ქეთევან დავლიანიძეს, რომლის შემოქმედებაში მრავლად ვნახავთ აფხაზეთისთვის მიძღვნილ ნახატებს, ტკბილი მოგონება აკავშირებს აფხაზეთთან. პატარა ქეთის ყოველ ზაფხულს მეზობლებისთვის აფხაზეთიდან შავი ზღვის წყალი ჩამოჰქონდა. მხატვრის ისტორიით ვასრულებთ 27 სექტემბრისთვის მიძღვნილ კვირეულს. ამ დღესთან დაკავშირებით, არაერთი საინტერესო ისტორია შემოგთავაზეთ, როგორც მნიშვნელოვანი კავშირი აფხაზეთთან.