ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქი ანაკოფია ახალი ათონის ტერიტორიაზე,ივერიის მთის თხემზე მდებარეობს. VII- VIII საუკუნეებში იგი აბაზგთა საერისთავოს პოლიტიკურ ცენტრი იყო. ციხე-სიმაგრე ქვის გალავნით შეკრულ შეუვალ თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა. საქართველოს ერთიანი სამეფოს შექმნის შემდეგ “ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ანაკოფია იყო „თავადი ციხეთა აფხაზეთისათა“.
1957-1958 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ანაკოფიის ტერიტორიაზე ელინისტური ხანის ნამოსახლარის ნაშთებია აღმოჩენილი.