აფხაზეთის ა/რ მთავრობას, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკატერინე წივწივაძემ. მემორანდუმში ჩაიწერა მხარეთა ვალდებულებები საარქივო მასალების ურთიერთწვდომის და გაცვლის შესახებ. რაც მხარეებს ავალდებულებს გადასცენ ერთმანეთს შესაბამისი ინფორმაციები. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალი აფხაზეთის დღეების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.



