უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს , რომელმაც პასუხები გასცა დეპუტატების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებზე.
შეკითხვები ეხებოდა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სხვადასხვა სახის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისა ჩატარებას და დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხს.
მოსმენის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე მსჯელობის ძირითადი ნაწილი დევნილთა წინაშე წამოჭრილ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს შეეხებოდა.
დისკუსიაში ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის მკვიდრთათვის გამარტივებული გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ წინადადებებსა და მოსაზრებებზე.