სოხუმის უნივერსიტეტში პარტნიორ USAID-თან ერთად საბაზისო განათლების პროგრამის მორიგი ეტაპის დასრულება აღნიშნეს. ღონისძიებაზე პროექტში ჩართული მცხეთა-მთიანეთის მხარის საჯარო სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ასევე მოეწყო რეგიონის მასწავლებელთა სანიმუშო სასწავლო რესურსების გამოფენა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და სამმხრივი კვლევების ინსტიტუტის RTI International -ის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნენსი პარკსს, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.