სოხუმის სტელა

სოხუმის სტელა მარმარილოსგან დამზადებული ქვაა, რომელიც აფხაზეთში, მდინარე ბესლეთისა და შავი ზღვის შესართავთან 1953 წელს აღმოაჩინეს,ამჟამად ზღვით დაფარულ უძველესი ქალაქის ადგილზე. იგი დათარიღებულია ძვ.წ. 430-420 წლებით.

სტელა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და ანტიკური საბერძნეთის ურთიერთობებს და ბერძენ მოახალშენეთა არსებობას აფხაზეთის ქალაქებში. მასზე გამოსახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ის  ანტიკური კულტურის გავლენით არის შექმნილი და აშკარაა, რომ ბერძენი მოსახლის საფლავზეა განთავსებული.