სოხუმის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უძველესია კავკასიაში.
“სოხუმის სავიზიტო ბარათი” დედაქალაქის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა.
ლანდშაფტით, მრავალფეროვანი უნიკალური მცენარეებით, აუზებით, სასეირნო ბილიკებითა და დასასვენებელი არეებით. საინტერესოა ისიც რომ, სოხუმის ბოტანიკური ბაღი არაერთხელ დარბეულა, მათ შორის რუსეთ – თურქეთის ომების დროს, მე – 19 საუკენეში.
თუმცა, აღდგენილი და რესტავრირებული, ყოველთვის ექცეოდა მსოფლიო დონის სამეცნიერო წრეების ყურადღების ცენტრში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულია და ქალაქებში დარჩენილი მოსახლეობისთვის დასვენებისა და განტვირთვისთვის პარკები და სკვერები საუკეთესო გამოსავალია. ბუნებრივია, რომ აფხაზეთელებს ასეთ დროს სოხუმის ბოტანიკური ბაღი ახსენდებათ.