6 აპრილს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლის – „ვთამაშობთ კაბუკის“ პრემიერა გაიმართა. ეს არის მისტიკური კომედია, რომელიც მე-15 საუკუნის იაპონური პიესის „აბრეშუმის ფარანის“ მიხედვით დაიდგა. პიესა მოგვითხრობს ახალგაზრდა სამურაის – სინძაბუროსა და გოგონას – ოციუს მარადიულ სიყვარულზე.