ექიმ-რეპროდუქტოლოგის მანანა მგალობლიშვილის ემოციური სოხუმური ისტორიები, რომელიც აქამდე არ მოგისმენიათ. ,,აფხაზეთი სამოთხეა, რომელიც მუდამ ჩემთანაა’’-ამბობს მანანა მგალობლიშვილი და სიამაყით და სითბოთი იხსენებს იმჟამინდელ ურთიერთობებს, ზღვას განსაკუთრებული სურნელით, განსხვავებულ კლიმატს და ამბობს, რომ იქ ხეც კი სხვანაირია და ყველაფერი განსაკუთრებულია. მანანა მგალობლიშვილი 27 წლის შემდეგ, მშობლიურ ქალაქთან შეხვედრის, მისთვის უსაზღვრო ემოციას გვიზიარებს და სოხუმის ქუჩებში მამის , ცნობილი ფსიქიატრის ბიძინა მგალობლიშვილის ყოფილ აფხაზ სტუდენტებთან შეხვედრის ეპიზოდებზე გვიყვება. სოხუმელი ექიმი წუთითაც არ კარგავს აფხაზეთში დაბრუნების იმედს, ამბობს მხარეებს შორის ნდობის აღდგენა რთულია, მაგრამ მიღწევადი და პრობლემის მოგვარების გასაღებს ურთიერთდახლოებაში ხედავს, რაშიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის შეთავაზებული სახელმწიფო პროგრამები დაგვეხმარება-აღნიშნავს მანანა მგალობლიშვილი.