სოჭში გამართულ კონკურსზე აფხაზურმა ღვინოებმა ოქროს მედლები მოიპოვეს

ალკოჰოლური სასმელების, ღვინოების, კონიაკის და გამაგრილებელი სასმელების საერთაშორისო კონკურსზე შპს Wines and Waters of Abkhazia-ს მიერ წარმოებული ხუთი ღვინო ოქროს მედლებით დაჯილდოვდა, – აღნიშნულია ქარხნის ინსტაგრამის გვერდზე.
კონკურსი სოჭში 23-დან 25 მარტამდე გაიმართა.

ოქროს მედლები შემდეგმა ღვინოებმა დაიმსახურა: დაძველებული წითელი მშრალი ღვინო , აშტა ლაშა”,დაძველებული წითელი მშრალი ღვინო , ათაუად გუმისთა აშტა”,ჩვეულებრივი მშრალი ვარდის ღვინო „გუმისთა აშტა“,ჩვეულებრივი წითელი მშრალი ღვინო ,,ჩეგემი”,ცქრიალა თეთრი ღვინო „ლიხნი“.

წყარო: https://www.timer.ge/sochshi-gamarthul-konkursze-apkhazurma-ghvinoebma-oqros-medlebi-moipoves/?fbclid=IwAR2S6urSL4-G7om5mHtMycBTHt70ID1sqooTh5NX1tYy7K1Qmh4wHPNcyhQ