საქართველოს სამოყვარულო ტურნირი მინი ფეხბურთში

საქართველოს ფიზიკური აღზრდის, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაცია „გზა შინისკენ“ ორგანიზებით ტარდება საქართველოს სამოყვარულო ტურნირი მინი ფეხბურთში. ტურნირის მიზანია საქართველოსი მასობრივი სპორტისა და და მინი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. ტურნირის მხარდამჭერია აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.