კონფერენცია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.
გამომსვლელებმა გაიხსენეს ვლადიმერ ალფენიძესთან ურთიერთობის წლები, მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდები. ისაუბრეს მასზე, როგორც გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწეზე, რომელიც თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებითა და ფენომენალური მეხსიერებით თავის ქვეყანას უანგაროდ ემსახურა.