სამედიცინო გამოკვლევები სამეგრელოს რეგიონში (+VIDEO)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედი პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ პირებს ქალაქ ფოთსა და სენაკში , მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. გამოკვლევები 10-ზე მეტმა თბილისიდან მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა ჩაატარეს. ასევე, დანიშნულების შესაბამისად ბენეფიციარებს უფასოდ გადაეცათ მედიკამენტები. ღონისძიების ფარგლებში პროგრამით 400 მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი და სამედიცინო ცენტრ “დიომედ +”-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ლეჟავა ესწრებოდნენ.