სოხუმის სამუსიკო სასწავლებელმა კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი აღნიშნა. სასწავლებელი ჯერ კიდევ სოხუმიდან ატარებს სახელოვანი კომპოზიტორის სახელს და დიდ სამუსიკო ტრადიციებს დევნილობაშიც ღირსეულად განაგრძობს.
საიუბილეო კონცერტი კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ ჩატარდა. მოსწავლეებმა ცნობილი კლასიკური ნაწარმოებები ორკესტრის თანხლებით შეასრულეს. კონცერტის მეორე ნაწილი დიმიტრი არაყიშვილის შემოქმედებას დაეთმო.