ორგანიზაციის წევრები არიან ეთნიკურად აფხაზი და ოსი ახალგაზრდები, რომელთა ძირითადი მიზანია დეოკუპაციის პროცესში აქტიური სამშვიდობო ინიციატივებით ჩართულობა.
როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ , მოძრაობის წევრები-აფხაზი და ოსი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას, სახალხო დიპლომატიის კუთხით არსებულ პროექტებში აქტიურ მონაწილეობას.
„სამოქალაქო თანხმობის“ გრძელვადიანი მიზანი არის სამშვიდობო პლატფორმის შექმნა, რომელიც მოახდენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოსული ახალგაზრდების დახმარებას, ხელშეწყობას და მოძრაობაში ყველა დაინტერესებული ახალგაზრდის ჩართულობას.