საზაფულო ბანაკი „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“ (+VIDEO)

 აფხაზეთის ა/რ   განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, პროგრამის „კულტურულ  ფასეულობათა დაცვა  და პოპულარიზაცია“  ფარგლებში საზაფულო ბანაკი „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“განახორციელა, რომელშიც მონაწილეობა 35 მდე დევნილმა  და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა  მოზარდებმა მიიღეს. 

დევნილმა ბავშვებმა  5 თვის განმავლობაში გაიარეს ონლაინ კლასი :კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის’ მიმართულებით. საზაფხულო ბანაკში კი „კულტურული და ბუნებივი მემკვიდრეობა“ ონლაინ მიღებული ცოდნა გაიუმჯობესეს, ისტორიის, ეთნოკულტურის,კულტურულ ფასეულობათა და ბუნებრივი მემკვიდრეობის გარემოსდაცვითი მიმართულებით. კავკასიის გარემოსდაცვითი  არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი „სენი“ მეოთხე წელია რაც ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობს, რომელიც ბანაკის პროგრამულ უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი. სწორედ არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ ექსპრტ-სპეციალისტები განსაზღვრავენ ბანაკის დღის წესრიგს და ატარებენ სხვადასხვა სახის სეისებს.