რა მდგომარეობაშია ბედიის ტაძარი, რომელიც საქართველოს ერთიანობის და განუყოფლობის სიმბოლოა (+VIDEO)

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლი,საქართველოს ერთიანობისა და განუყოფლობის სიმბოლო,ბედიის მონასტერი ოჩამჩირის რაიონში,სოფელ ბედიაში მდებარეობს.

ისტორიული ცნობების მიხედვით , სამონასტრო კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა ააგო და “შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ”.
საერთო ისტორიული ძეგლი დღეს განადგურების პირასაა. ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელია. ბედიის ტაძრის წარსულზე და ამჟამინდელ მდგომარეობაზე გვესაუბრებიან ისტორიკოსები: გიორგი ანჩაბაძე და მარიკა დიდებულიძე.
სიუჟეტი ქართველი ახალგაზრდების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაზეა აგებული