ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების დაღუპვის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა (+VIDEO)

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში ჟიული შარტავასა და მისი თანამებრძოლებისადმი მიძღვნილ მემორიალთან „საქართველოსათვის“ გმირი მამულიშვილების დაღუპვის 30 წლისთავთან დაკავშრებით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, უმაღლესი სბაჭოს დეპუტატები,ასევე აფხაზეთის მთავრობისა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, ჟიული შარტავასა და მისი თანამებრძოლების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

შეკრებილმა საზოგადოებამ ყვავილების გვირგვინებით შეამკო მემორიალი და მათ გაიხსენეს ის უმძიმესი, ტრაგიკული დღეები, როდესაც სოხუმი დაეცა და ჟიული შარტავა თავის თანამებრძოლებთან ერთად შეეწირა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას.