ფერების დღესასწაული თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოაწყვეს ქართველმა და უკრაინელმა გოგო-ბიჭებმა. „ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები“- ამ სახელწოდებით ჩატარდა ღონისძიება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლასთან პარტნიორობით განხორციელდა.
პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და ლტოლვილი უკრაინელი მოზარდების ერთმანეთთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობა და მშვიდობის თემასთან დაკავშირებულ საერთო ინტერესებსა და პრობლემურ საკითხებზე თანამშრომლობა.
წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლისა და მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქ. თბილისის N41 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად იმუშავეს და 26 მაისისადმი მიძღვნილ თემატიკაზე საინტერესო მხატვრული ტილოები შექმნეს.