პროექტი „ნორჩი ფეხბურთელები“ (+VIDEO)

საქართველო ფეხბურთის ფედერაცის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით პროექტი „ნორჩი ფეხბურთელები“ მიმდინარეობს. პროექტი აფხაზეთიდან დევნილ 25 ახალგაზრდას აერთიანებს. ისინი 10 დღის განმავლობაში საფეხბურთო აკადემია რუხში  საზაფხულო სპორტულ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას. საფეხბურთო წვრთნებს ახალგაზრდებს კვალიფიციური სპეციალისტები უტარებენ. პროექტის ფარგლებში ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც „ნორჩი ფეხბურთელები“ საფეხბურთო კლუბ „ოდიშს“ დაუპირისპირდა.