მშვიდობის სკოლა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის პროექტია, რომლის მთავარ მიზანს დეზიმფორმაციასთან ბრძოლა და კომფილიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ახალგაზრების ჩართულობთ გულისხმობს. პროექტის განხორციელების საჭიროება და მნიშვნელობა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა.
კონკურსის სახით 20 დან 30 წლამდე 10 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებსაც 6 თვის განმავლობაში ჩაუტარდებათ ტრენინგი, აფხაზეთის თემის გარშემო არსებულ სხვადასხვა საკითხებზე. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დანარჩენ საქართველოში მცხოვრები, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოებაა.
ტრენინგს სამართლის დოქტორი ლევან ჯიბღაშვილი უძღვება. სემინარზე ასევე განიხილავენ დევნილთა უფლებებს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ, ასევე დანარჩენ საქართველოში.
პროექტის, ერთ-ერთი მონაწილე, მეოთხე კურსის სტუდენტი თამარ, ოკუჯავაა, რომელმაც სკოლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაამთავრა და რომლის მშობლებიც დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მან პროექტის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო. სამოტივაციო წერილის გაგზავნის შემდგომ კი კონკურსის სახით შერჩეულ 10 მონაწილეს შორის მოხვდა.
კონკურსის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ფეისბუქ გვერდზე იდება სრული ინფორმაცია, კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.