სახელმწიფო პროგრამები დევნილებისთვის

სხვადასხვა სოციალურ ქსელში, დევნილების არაერთი შეკითხვა გვხდება, რომელიც სახელმწიფოს ამა თუ იმ ხელშემწყობ პროგრამას ეხება. ხშირად ჩვენ ან არასრულ ინფორმაციას ვფლობთ პროგრამის შესახებ ან უბრალოდ არ ვიცით, როგორ გავხდეთ ბენეფიციარი.

მოსახლეობის უკეთ ინფორმირებულობისთვის, იმისთვის რომ დევნილებმა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც ცენტრალური და აფხაზეთის მთავრობა მათ უფასოდ სთავაზობთ, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა გადაწყვიტა მოამზადოს საინფორმაციო შინაარსის სიუჟეტები.

ჩვენი სიუჟეტებით თქვენ არა მხოლოდ შეიტყობთ ამა თუ იმ პროგრამის არსებობის შესახებ, არამედ გაეცნობით სრულს ინსტრუქციას თუ როგორ გახდეთ მისი მომხმარებელი.კვირაში ერთხელ, ცენტრის ჟურნალისტის გულო გარმელიას მედია-პროექტი – „სახელმწიფო პროგრამები დევნილებისთვის.“