პაპუნა შარიქაძე ჯაზმენია, ის ბავშვობიდან ეუფლება მუსიკოსის პროფესიას, თუმცა ყველაზე დიდი პროფესიული გამოცდილება – ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში შეიძინა. ის იმ ერთეულ სტუდენტებს შორის მოხვდა, რომელთაც სრული დაფინანსება მოიპოვეს.
პაპუნა ჯაზმენია, ჯაზი თავისუფლების მუსიკაა, ჰოდა ახლა, ამ ვიდეო მიმართვაში, ის თავის თანატოლებს ეუბნება:
„ველოდები იმ დროს , როდესაც ჩავალ აფხაზეთში და აუცილებლად დავუკრავ ჯაზს“.