ნათია შარანგიასთვის აფხაზეთი იქ დატოვებული ბავშვობაა. მის ცნობიერებაში აფხაზეთი პატარაობიდანვე შემოვიდა, რადგანაც ნათიას ოჯახში აფხაზეთზე საუბარი წუთითაც არ შეწყვეტილა.
“იქ ჩიტებიც სხვანაირად ჭიკჭიკებენ, ნიავიც კი სხვანაირად ქრის,იქ ყველაფერი განსხვავებულია ’’-ასე უყვებოდნენ მას მშობლები და მათი ნამბობის ჭეშმარიტებაში მალევე დარწმუნდა, როცა ხელოვნური საზღვარი გადალახა.
,,ენგურს მიღმა ჩვენი ბავშვობაა დარჩენილი, ხელოვნური ბარიერები უნდა გადავლახოთ და ურთიერთობები ახალი თაობის ძალისხმევით აღვადგინოთ ’’-ნათია შარანგიას ემოციური გზავნილი ენგურს იქით საქართველოში.